ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა

საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი „თბილისის ზღვის პლაზა“ მდებარეობს საქართველოს დედაქალაქის – თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოში საუკეთესო ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. მას გააჩნია ხელსაყრელი მდებარეობა ტრანსპორტის თვალსაზრისით, ადვილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და რკინიგზის სადგურის მიმართულებით გადაადგილება, პლაზა განთავსებულია ქალაქის ცენტრთან ახლოს, რაც ძალიან მოხერხებულია უცხოელი ბიზნესმენებისათვის თავიანთი საქმიანობის განსახორციელების თვალსაზრისით.

„თბილისის ზღვის პლაზის“ სრული სამშენებლო ფართობი 160 000 მ2-ია.

ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზის მიზანია, გადაიქცეს საქართველოში და მთელი კავკასიის რეგიონში უდიდეს საცალო და საბითუმო სავაჭრო ცენტრად. პლაზაში მდებარე სავაჭრო ობიექტები დატვირთულია ისეთი სხვადასხვა სახეობის პროდუქციით, როგორებიცაა: ტანსაცმელი, ჩანთები და ჩემოდნები, ავეჯი, სამშენებლო და დეკორატიული მასალები, განათება, საბავშვო სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები, ჭურჭელი და სხვა. 

ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზაში განთავსებულია 3000 მ2 ფართობის მქონე მულტიფუნქციური დარბაზი სრულად აღჭურვილი სცენით (450 მ2), რომელიც იდეალური სივრცეა ფართომასშტაბიანი კონცერტების, კორპორატიული საღამოების, ქორწილების და სხვა გასართობი თუ საქმიანი ღონისძიებების მოსაწყობად.   

თბილისის ზღვის პლაზამ ოპერირება დაიწყო 2017 წლის 30 სექტემბერს.