ჰუალინგ ჩინეთი

კერძო კორპორაცია „სინძიანის ჰუალინგ ინდუსტრიული და სავაჭრო ჯგუფი“ („ჰუალინგ ჯგუფი“) დაარსდა 1988 წელს ჩინეთში, ქ. ურუმჩიში. სწორედ 1988 წელს კომპანიამ ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სინძიანის უიგურეთის ავტონომიურ რეგიონში პირველი სავაჭრო ცენტრი გახსნა. მას შემდეგ 30-მა წელმა განვლო და კომპანია 5000 დოლარის საწყისი კაპიტალის მქონე სტარტაპიდან არა მხოლოდ ურუმჩის უდიდეს საცალო და საბითუმო სავაჭრო ცენტრად, არამედ მთელ ცენტრალურ აზიაში უდიდეს დადისტრიბუციო ცენტრად გადაიქცა, რომელსაც სინძიანის პროვინციისა და მიმდებარე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.


კორპორაციის ძირითადი  საქმიანობა მოიცავს: 

სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო მარკეტების მშენებლობას, გაქირავებას და მართვას; 

საგარეო ვაჭრობას;  

სასტუმროების ქსელის მშენებლობა-მართვას; 

დეველოპერული პროექტების განხორციელებას; 

ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკული და მეცხოველეობის  პროექტების განვითარებას;

ქველმოქმედებას

ჰუალინგ ჯგუფი ჩინეთში სხვადასხვა ბიზნეს პროფილის მქონე 30 კომპანიას მართავს. ის 4 საბითუმო სავაჭრო ცენტრს ფლობს, რომელთა საერთო ფართობი 3 მილიონ კვ.მ-ს აღწევს. კომპანიას ჩინეთის მთავრობისგან არაერთი ჯილდო მიუღია ჩინეთის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.   


ჰუალინგ ჯგუფი, რომლის სათავო ოფისი სინძიანში, ურუმჩიში მდებარეობს, დიდი ინტერესით აკვირდება საქართველოს, როგორც ახალ და დიდი პოტენციალის მქონე ბაზარს. კომპანია თბილისში ჰუალინგის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტს ახორციელებს.