ჰუალინგი თბილისის ზღვის საცხოვრებელი

„ჰუალინგ თბილისის ზღვის რეზიდენსი“ მდებარეობს თბილისის ზღვის ახალ ქალაქში და წარმოადგენს პირველ საცხოვრებელ კომპლექსს თბილისში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და სრულყოფილების შეგრძნებას. 2012 წლიდან დღემდე აქ უკვე 39 დასრულებული კორპუსია, მშენებლობა კი ისევ გრძელდება. თბილისის ზღვის რეზიდენსის მაცხოვრებლებს ვთავაზობთ ჯანსაღ გარემოს, უსაფრთხო საბავშვო მოედნებს, ღია სარბენ ბილიკებსა და ველობილიკებს, ყველა სხვა საცხოვრებელი კომპლექსისაგან განსხვავებულ განვითარებულ ინფრასტრუქტურას და მაღალი დონის ტექნიკურ მომსახურებას, ბინების ოპტიმალურ შიდა დაგეგმარებას, უფასო ავტოსადგომებს, ორიგინალური არქიტექტურული სტილის შენობებს და ა.შ. 2015 წელსჰუალინგ თბილისის ზღვის რეზიდენსმა ოლიმპიური სოფლის სტატუსით უმასპინძლა თბილისის რიგით მე-13 ევროპის ახალგაზრდულ ოლიპიურ ფესტივალს.