ჰუალინგ თბილისის ზღვის ახალი ქალაქი

„თბილისის ზღვის ახალი ქალაქი“ მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისში და განთავსებულია თბილისის ზღვის მიმდებარედ 420 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. ის წარმოადგენს ჰუალინგ ჯგუფის ყველაზე დიდ პროექტს საქართველოში. 

პროექტი ორიენტირებულია თბილისის ამ ნაწილის ურბანულ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაზე. მისი სამშენებლო ფართის მოცულობა შეადგენს 4 მილიონ კვადრატულ მეტრს, რომელთაგან 2 მილიონი განკუთვნილია საცხოვრებელი ზონის მშენებლობისათვის, ხოლო დანარჩენი 2 მილიონი კვადრატული მეტრი კი განსაზღვრულია კომერციული ფართებისთვის და სარეკრეაციო ზონებისთვის. საცხოვრებელი ზონა მოიცავს მაღალსართულიან, მრავალბინიან საცხოვრებელ ზონას და სააგარაკო სახლების კერძო დასახლებას, კომერციული ზონა კი ისეთ სხვადასხვა ობიექტებს, როგორებიცაა სავაჭრო, ლოჯისტიკური, გასართობი და გამაჯანსაღებელი ცენტრები. 

არქიტექტურულად დახვეწილი საცხოვრებელი კორპუსები, ხელოვნური ტბები, სარეკრეაციო ზონები, საავადმყოფო, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, ფიტნეს-ცენტრი და სავაჭრო ცენტრი თბილისის ზღვის ახალ ქალაქს უნიკალურ და კომფორტულ გარემოს უქმნის.


თბილისის ზღვის ახალი ქალაქის კონცეფცია - ერთ სივრცეში გაერთიანებული კომერციული, სავაჭრო, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და სარეკრეაციო სივრცეები, აქცენტი ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე, საცობებისგან თავისუფალ სივრცეებზე; კარგად დაგეგმილი და მომხმარებელზე ორიენტირებული განაშენიანება, უწყვეტი და მდგრადი განვითარება.