ჰუალინგი ჰოთელს & პრეფერენს თბილისი

თბილისის ახალი „სავიზიტო ბარათი“ - თანამედროვე ევროპულ სტილში აშენებული სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ სტუმრებს 246 ნომერს სთავაზობს. ბუნებრივი, კომფორტული და ელეგანტური გარემო შესაძლებლობას გაძლევთ სასიამოვნოდ გაატაროთ დრო და სრულყოფილად დაისვენოთ. მეტი კომფორტისათვის სასტუმრო გთავაზობთ ბარ-რესტორნებს ევროპული, აზიური და ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, რეკრეაციულ ცენტრს 25 მ-იანი შიდა საცურაო აუზით, სპორტული დარბაზებით და 3D გოლფის სიმულაციური ოთახებით, მყუდრო და სრულად აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეს 800 მ2 საბანკეტო დარბაზითა და 6 დამატებითი შეხვედრების ოთახით.