ჰუალინგის სასტუმრო ქუთაისში

“ჰუალინგ ჰოთელ ქუთაისი” წარმოადგენს ბიზნეს-კლასის სასტუმროს 38 კომფორტული ნომრით. ის მდებარეობს ქუთაისში და განთავსებულია რეკრეაციულ ზონაში, რისი წყალობითაც მიმდებარე ტერიტორია გაჯერებულია სუფთა და ჯანსაღი ჰაერით. მიმდებარე ტერიტორიაზეარსებული მღვიმე და თერმული წყლებით უზრუნველყოფილი გამაჯანსაღებელი კურორტი სასიამოვნო განწყობას შეუქმნის სასტუმროში მცხოვრებ სტუმრებს. გარდა ამ ყველაფრისა, აქ ტრანსპორტიც საკმაოდ მოსახერხებელია, ვინაიდან აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 12 კილომეტრს, პარლამენტის შენობამდე – 2 კილომეტრს, ქალაქის ცენტრამდე კი – 5 კილომეტრს სასტუმრო ოთახების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც დასასვენებელი, ასევე კომერციული და მაღალი დონის სახელმწიფო შეხვედრების მიზნით ჩამოსულ სტუმრებს. ადგილზეა სარესტორნო მომსახურების, დასასვენებელი პირობებისა და მაღალი ეფექტურობის მქონე თანამედროვე მოწყობილობების სრული ასორტიმენტი. მრავალფეროვანი ქართული კერძების გარდა რესტორანში ასევე დააგემოვნებთ საგანგებოდ ჩინეთის სინძიანის რეგიონიდან მოწვეული შეფ-მზარეულის მიერ პირადად მომზადებულ სხვადასხვა დელიკატესს. სასტუმროში ასევე არსებობს მაღალი დონის ბიზნეს-ვახშმის მომსახურებაც, სადაც ერთდროულად შესაძლებელია 200 სტუმრის გამასპინძლება.