ნიუტონის თავისუფალი სკოლა

ნიუტონის სკოლა, რომელიც ჰუალინგ ჯგუფმა შეისყიდა 2020 წელს, დაარსდა 2013 წელს. წარმოადგენს ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებას და განკუთვნილია 1-დან მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. სავალდებულო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამებთან ერთად, სკოლის მოსწავლეები სპეციალურად მათთვის შემუშავებულ, მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას გაივლიან. 

ნიუტონის თავისუფალ სკოლაში შექმნილია სწავლებისა და სწავლისთვის სასიამოვნო, კომფორტული გარემო. სკოლა აღჭურვილია საჭირო ინფრასტრუქტურითა და სასწავლო ლაბორატორიებით.